„ფოლქსვაგენი“ 4,3 მილიარდი დოლარის კომპენსაციას გადაიხდის

ავტომობილების მწარმოებელი კონცერნი „ფოლქსვაგენი“ აშშ-ის ხელისუფლებას კომპენსაციის სახით 4,3 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის. ამით ე.წ. ემისიური სკანდალი მოგვარებული იქნება. „ფოლქსვაგენის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  ის აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან და საბაჟო სამსახურთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის. გერმანული კომპანია შეერთებული შტატების  ზოგიერთი კანონის დარღვევას ადასტურებს.
მანამდე „ფოლქსვაგენმა“ აშშ-ის ავტომობილების მფლობელებთან და გარემოს დაცვის ორგანიზაციებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად 15 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა.
სკანდალი 2015 წლის ნოემბერში აგორდა, როდესაც ამერიკის ხელისუფლებამ „ფოლქსვაგენი“ დიზელის ავტომობილების გამონაბოლქვის მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები