პან გი მუნის ძმას და ძმისშვილს კორუფციაში  ბრალი წაუყენეს

გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის პან გი მუნის ძმას და ძმისშვილს სახელმწიფო მოხელის მოსყიდვის მიზნით აშშ-ში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის ახლო ნათესავებს, ერთ-ერთი აზიური ქვეყნის თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემაში ადანაშაულებენ, რათა მას სახელმწიფო თანხებით შენობების კომპლექსი შეეძინა.
პან გი მუნი გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას 2007 – 2016 წლებში იკავებდა. 2017 წლის 1 იანვრიდან ის ანტონიუ გუტიერესმა შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები