CNN – რუსეთის სპეცსამსახურები ტრამპზე კომპრომატებს ფლობენ

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, კიბერშეტევებზე წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული სპეცსამსახურები აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე ფინანსური და პირადი შინაარსის კომპრომატებს ფლობენ. ეს ინფორმაცია ამერიკულმა დაზვერვამ მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას და არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასცა. ტელეკომპანია ასევე იუწყება, რომ ეს ინფორმაცია ამერიკის სპეცსამსახურებს ერთ-ერთმა ბრიტანელმა აგენტმა მიაწოდა, „რომლის ინფორმაცია ყოველთვის საკმაოდ სანდოა“. თუ ეს ინფორმაცია გამართლდა, გამოვა, რომ რუსმა ჰაკერებმა კომპრომატები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონზე და მის პოლიტიკურ ოპონენტ დონალდ ტრამპზეც შეაგროვეს, თუმცა არჩევნების წინ მხოლოდ კლინტონის საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელეს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის დაზვერვა მის წინააღმდეგ კომპრომატებს ფლობს, დონალდ ტრამპი „ფეიკს“ უწოდებს. „ფეიკის ნიუსებს კუდიანებზე სანადიროდ იყენებენ,“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები