ბრიტანული მედიის ინფორმაციას ელისაბედ მეორის გარდაცვალების შესახებ, სამეფო ოჯახი არ ადასტურებს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საიტზე დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მცირე დროით გაჩნდა. ეს ინფორმაცია მალევე წაშალეს, თუმცა სამეფო ოჯახს ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია არ უარყვია.
მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ინფორმაცია დედოფლის გარდაცვალების შესახებ მისმა შვილმა, პრინცმა ჩარლზმა გაავრცელა.
„დედოფალი ელისაბედ მეორე სანდრინჰემის სასახლეში, საკუთარ რეზიდენციაში, ძილში გარდაიცვალა“, – ეწერა ინფორმაციაში. ამ მასალაში დედოფლის გარდაცვალება დეტალურად იყო აღწერილი.  ჟურნალისტების ნაწილი აცხადებს, რომ დედოფლის გარდაცვალების ფაქტს მალავენ, ვიდრე ძალაუფლების გადაცემის პროცედურები არ დასრულდება. თუმცა მედიის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სამეფო ოჯახის საიტზე ჰაკერებმა შეაღწიეს. ელისაბედ მეორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ახალი წლის დღეებში გავრცელდა. ელისაბედ მეორე 25 დეკემბერს საშობაო წირვასაც კი არ დაესწრო. მაშინ ბუკინჰემის სასახლემ განაცხადა, რომ დედოფალმა ცერემონიაში მონაწილეობა მისი და მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები