გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ჰაკერული შეტევები „რესპუბლიკურ პარტიაზეც“ განხორციელდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა კიბერშეტევები „რესპუბლიკური პარტიის“ სერვერებზეც განახორციელეს. ამის შესახებ სენატში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კიბერშეტევები ძველ არააქტიურ სერვერებზე განხორციელდა. დონალდ ტრამპის ან „რესპუბლიკური პარტიის“ ნაციონალური კომიტეტის მოქმედ სერვერებზე კიბერშეტევების ნიშნები არ დაფიქსირებულა. თავის მხრივ, აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის უფროსმა ჯეიმს კლეპერმა განაცხადა, რომ რუსი ჰაკერების კიბერშეტევების მიზანი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ნეგატიური სახით წარმოჩენას ცდილობდა. კლეპერის თქმით, რუსეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. კიბერშეტევები აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ სერვერებზე 2016 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს განხორციელდა. მოგვიანებით ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჰაკერული თავდასხმების უკან რუსეთი დგას. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ არ გამორიცხა, რომ შეტევებს პირადად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები