რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობის შესახებ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონი შენდება და ამის გამო იქ მე-19 საუკუნის ეკლესია და სასაფლაო დაანგრიეს.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ეხო კავკაზამ“ გაავრცელა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მომხდარს „ვანდალიზმი“ უწოდა. მარგველაშვილმა მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, იუნესკოს და სხვა სტრუქტურებს, რომ მომხდარზე რეაგირება მოახდინონ. ანალოგიური განცხადება მარგველაშვილის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემაც გააკეთა.
„სამხრეთ სამხედრო ოლქში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით გაოგნებულები არიან. არანაირი პოლიგონი სოფელ წებელდაში არ შენდება და არც იგეგმება“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები