ალაბამას უნივერსიტეტის სტუდენტურ ქალაქში მამაკაცმა ბანკში მძევლები აიყვანა

ალაბამას უნივერსიტეტის სტუდენტურ ქალაქში მამაკაცმა ბანკში მძევლები აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ბანკში მის გახსნამდე შევიდა.
პოლიციამ თავდამსხმელი ამ დროისთვის დააკავა.
მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ტუსკალუზას პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდსონმა განაცხადა, თავდამსხმელმა შვიდი მძევალი აიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები