ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, პარლამენტის შენობასთან ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დაჭრილია 80-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ იუწყება. ცნობისთვის ტერაქტი პიკის საათის დროს მოხდა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოსთან საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდაპირველად ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა, ხოლო მოგვიანებით დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

db7bc563f9ce4abab69c0a199da3930e_18

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები