სერბეთში მამაკაცმა 20-გრადუსიან ყინვაში ჭაში 52 საათი გაატარა და გადარჩა
სერბეთის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც ჭაში 20-გრადუსიან ყინვაში 52 საათი გაატარა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. იეზდემირ მილიჩი სახლიდან პარასკევს დილით გავიდა, მაგრამ აღარ დაბრუნებულა.
დაახლოებით 52 საათის შემდეგ თანასოფლელმა მილიჩი ხუთმეტრიანი ჭის ფსკერზე აღმოაჩინა. მან მაშველები გამოიძახა, რომლებმაც გაყინული მამაკაცი ჭიდან ამოიყვანეს. ჭაში ჩავარდნის დროის მან სხეულის დაზიანებაც მიიღო.
ცნობისთვის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ძლიერი ყინვების გამო რამდენიმე დღეში 20 ადამიანი დაიღუპა.