თურქეთში თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს, რომელიც პოლიციის შენობაში შეღწევას ცდილობდა

თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში პოლიციელებმა თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს, რომელიც პოლიციის შენობაში შეღწევას ცდილობდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. თურქული გამოცემა Aksam-ის ინფორმაციით, ტერორისტმა ბომბის აფეთქება ვერ მოასწრო. ამავე ინფორმაციის მიხედვით, საერთო ჯამში ტერაქტის მოწყობას სამი ტერორისტი გეგმავდა.
ერთი პოლიციელებმა მოკლეს, მეორემ გაქცევა მოახერხა, ხოლო მესამე დააკავეს. ორმხრივი სროლის დროს თურქი პოლიციელიც დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები