ავღანეთის პარლამენტთან მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაჭრილებიც

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პარლამენტის შენობასთან მომხდარ ორ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 70 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
ტერაქტი პიკის საათის დროს მოხდა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოსთან საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდაპირველად ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა, ხოლო მოგვიანებით დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები