პენტაგონი: მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ დღეები დათვლილია

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყის ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ დღეები დათვლილია. ბოლო დღეებში კოალიციამ მოსულში და სირიის ქალაქ რაქას მიდამოებში მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ჯეფ დევისმა განუცხადა.

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ყველა მხრიდან ალყაში არიან მოქცეული. ისინი რეგულარულად იბომბებიან ავიაციის და არტილერიის მიერ“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

დევისმა ასევე განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ მოსულში დახმარებას ვერ იღებენ. მისი თქმით, ტერორისტები უკვე ხვდებიან, რომ მათი დამარცხება გარდაუვალია.

ცნობისთვის, 20 დეკემბერს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის გათავისუფლების მეორე ეტაპი დაიწყეს. 7 იანვარს სამთავრობო ძალებმა ქალაქის სტრატეგიული რაიონი დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები