გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი რომან ჰერცოგი გარდაიცვალა

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი რომან ჰერცოგი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. გარდაცვალების მიზეზი არ დაკონკრეტებულა.
ჰერცოგი გერმანიის პრეზიდენტის თანამდებობას 1994-1999 წლებში იკავებდა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ ჰაუკმა.
„მას ჰქონდა ექსპერტის ცოდნა, სიბრძნე და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ პოლიტიკოსისთვის სამოქალაქო უფლებები და თავისუფლება აბსტრაქტული ცნებები არ ყოფილა“, –  განაცხადა ჰაუკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები