ერდოღანი: ტერორისტები თანამედროვე ბარბაროსები არიან

“ტერორისტები თანამედროვე ბარბაროსები არიან”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ყველა ტერორისტული დაჯგუფება არის თურქეთისა და მისი ხალხის მტერი. ისინი არიან მკვლელები, ბანდიტები და მათი ხელები სისხლშია ამოსვრილი“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს.

„ჩვენთვის სულ ერთია, სად ხდება ტერაქტები – პარიზში, ბრიუსელში, სტამბოლში თუ იზმირში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ ვიდრე თურქი ხალხი ერთიანობას შეინარჩუნებს, ქვეყანას მოსახლეობის მიერ არჩეული გზიდან ვერავინ გადაახვევინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები