კომპანია “Yahoo” სახელს იცვლის

ამერიკული ინტერნეტკომპანია “Yahoo” სახელს იცვლის. კომპანია “Verizon”–ის მიერ “Yahoo”-ს აქციათა ძირითადი ნაწილის შეძენის შემდეგ, მისი სახელი “Altaba” გახდება. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
ახალი კომპანია “Alibaba Group”-ისა და “Yahoo Japan”-ის აქტივებს გააკონტროლებს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, “Yahoo”-ს ხელმძღვანელობაც გამოიცვლება.
“Verizon”-ის მიერ “Yahoo”-ს შეძენის ხელშეკრულება მიმდინარე წლის მარტში გაფორმდება. “Verizon Communications” ამაში 4,83 მილიარდ აშშ დოლარს გადაიხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები