ერდოღანმა და ციპრასმა კვიპროსის პრობლემის მოგვარება ტელეფონით განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, ალექსის ციპრასთან კვიპროსის პრობლემის მოგვარების საკითხი ტელეფონით განიხილა.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მხარეებმა პრობლემის მოგვარებისადმი კონსტრუქციული მიდგომის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ცნობისთვის, ჟენევაში 9 იანვარს კვიპროსის პრობლემის მოგვარების საკითხზე ჟენევაში ბერძნული ნაწილის მეთაურის, ნიკოს ანასტასიადისის და ჩრდილოეთ კვიპროსის მეთაურის, მუსტაფა აკინჯის მოლაპარაკება დაიწყო.
მოლაპარაკება 11 იანვარს დასრულდება. 12 იანვრისთვის დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია გარანტორი ქვეყნების – თურქეთის, საბერძნეთისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები