ევროპაში ძლიერ ყინვებს 40 ადამიანი ემსხვერპლა

ევროპის ქვეყნებში ძლიერ ყინვებს 40 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი – 30 ადამიანი – პოლონეთში გარდაიცვალა. ძლიერი ყინვების გამო გარდაცვლილთა უმეტესობა უსახლკაროები არიან.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ყინვებმა და უხვმა ნალექმა სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ასე მაგალითად, სტამბოლის აეროპორტებში 1500-დან 300 ავიარეისი გაუქმდა. სერბეთში მდინარე დუნაიზე ნაოსნობა შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები