ტრამპმა მრჩევლად სიძე დანიშნა – „დემოკრატები“ არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავენ და თეთრი სახლის მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე მისი სიძის, ჯარედ კუშნერის დანიშვნის გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვენ. აშშ-ის კონგრესის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა წერილში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება 1967 წელს მიღებულ კანონს ეწინააღმდეგება. ეს კანონი თეთრი სახლის ყველა თანამშრომელზე ვრცელდება და ახლო ნათესავების დანიშვნას ეხება. „დემოკრატიული პარტიის“ წევრები ასევე აცხადებენ, რომ კუშნერის დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს და მან, შესაძლოა, ისეთ გადაწყვეტილებებს დაუჭიროს მხარი, რაც მის ბიზნესინტერესებს შეესაბამება. ამასთანავე, კუშნერის ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი დანიშვნა არც ერთ კანონს არ ეწინააღმდეგება. როგორც ადვოკატმა ჯეიმი გორელიკმა განაცხადა, კუშნერი დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის შეწყვეტას და გაზეთ “New York Observer”-ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას გეგმავს. 35 წლის ჯარედ კუშნერი ტრამპის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. ის ინტერნეტსტრატეგიით იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები