ფილიპინების სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ფილიპინების სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 7,3 შეადგინა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, არსებობს ცუნამის საფრთხე. მიწისძვრის ეპიცენტრი სულავესის ზღვაში, 617 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.