თურქეთის პოლიციამ ანკარაში ოპოზიციის მიტინგი დაშალა

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ოპოზიციის მიტინგი ცრემლმდენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბია. საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების ქმედებას „ფაშიზმს“ უწოდებდნენ და ყვიროდნენ, რომ თურქეთი დღეს ოკუპირებულია.
ცნობისთვის, თურქეთში, აპრილში, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდეს, რომლის შედეგების მიხედვით ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო მოდელის საპრეზიდენტო მოდელით ჩანაცვლება იგეგმება. რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ოპონენტები აცხადებენ, რომ ის ქვეყანაში ავტორიტარული მოდელის შექმნას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები