თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება

თურქეთში, აპრილში, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდეს, რომლის შედეგების მიხედვით ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო მოდელის საპრეზიდენტო მოდელით ჩანაცვლება იგეგმება. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნურეთინ ჯანიქლიმ განაცხადა.
ამის შემდეგ 20 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებებს თურქეთის პარლამენტი განიხილავს.
ცვლილებების მიღების შემდეგ, პრეზიდენტს მთავრობის ფორმირების უფლება ექნება, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ ის ავტორიტარული მოდელის შემოღებას აპირებს და მსგავსი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები 1923 წლიდან, თურქეთის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ არ მიღებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები