ჩინეთში თვითმფრინავი გამოსცადეს, რომელიც წყალბადზე მუშაობს
ჩინელმა კონსტრუქტორებმა თვითმფრინავი გამოსცადეს, რომელიც ბენზინის და ნავთის ნაცვლად წყალბადზე მუშაობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სატესტო ფრენა ქალაქ შენიანში განხორციელდა. თვითმფრინავმა 320 მეტრის სიმაღლეზე იფრინა.
თვითმფრინავს წყალბადზე მომუშავე ძრავი აქვს. ის 20 კილოვატის სიმძლავრეს ანვითარებს. ასევე თვითმფრინავის ბორტზე დამატებითი აკუმულატორებიც არის, რომლებიც ფრენის დროს იტენება.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფრენამ ნორმალურად ჩაიარა და წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ყველა სისტემამ მინუს 20 გრადუსის ტემპერატურაზე ნორმალურად იმუშავა.