საფრანგეთში კიმ კარდაშიანის ძარცვაში ეჭვმიტანილი 16 პირი დააკავეს

ამერიკელი მომღერლის და ტელეწამყვანის, კიმ კარდაშიანის ძარცვასთან დაკავშირებით საფრანგეთში 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის პოლიცია იუწყება. დაკავებები პარიზის რამდენიმე უბანში განხორციელდა.
კიმ კარდაშიანი გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში პარიზში გაძარცვეს. შეიარაღებული პირები სასტუმროში, მის ოთახში შევარდნენ და 9,5 მილიონი დოლარი ღირებულების სამკაულები გაიტაცეს.
რამდენიმე გამოცემამ კარდაშიანი იმაში დაადანაშაულა, რომ მან ძარცვის ისტორია გამოიგონა, რათა 5,6 მილიონი დოლარის დაზღვევა მიეღო. ეს სტატია საიტმა MediaTakeOut-ზე გამოქვეყნდა.  კიმ კარდაშიანმა გამოცემას სასამართლოში უჩივლა, თუმცა დავა სასამართლომდე მოგვარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები