მოსკოვის აეროპორტებში 45 რეისი გაუქმდა და 20 გადაიდო

ძლიერი ყინვების გამო მოსკოვის აეროპორტებში 45 რეისი გაუქმდა და კიდევ 20 გადაიდო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ყველაზე მეტი – 33 რეისი შერემეტიევოს აეროპორტში გაუქმდა.
მოსკოვში 7 იანვრის შემდეგ ძლიერი ყინვები დაფიქსირდა. 7 იანვარს ღამით ის მინუს 30 გრადუსს აღწევდა.
8 იანვარს მოსკოვის აეროპორტებში 100-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები