ასადმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ სირიის ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის. მოლაპარაკება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იანვრის შუა რიცხვებში უნდა გაიმართოს. სირიის პრეზიდენტის თქმით. ის „ყველა საკითხის განსახილველად“ მზად არის. ამის შესახებ „ბი-ბისი“ იუწყება.
„ჩვენი დელეგაცია კონფერენციაზე გასამგზავრებლად მზად არის. ყველა საკითხის განსახილველად მზად ვართ,“ – განუცხადა ასადმა ჟურნალისტებს.
ამასთანავე ასადმა აღნიშნა, რომ მან არ იცის, ოპოზიციის რომელი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში. სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს „ძალზე მნიშვნელოვანი თემაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები