ავღანეთში მომხდარ ტერაქტს ოთხი პოლიციელი ემსხვერპლა

სულ მცირე პოლიციის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად. ტერაქტი ბადახშანის პროვინციაში, მეჩეთის მახლობლად მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
ბადახშანის პროვინცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. ამ გზით ავღანეთი ცენტრალური აზიის ქვეყნებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები