ეგვიპტეში ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მომხდარ ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა და 9 დაიჭრა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომობილით ქალაქ ელ-არიშში პოლიციის განყოფილებას შეეჯახა.
ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ რამდენიმე პირმა პოლიციიის შენობას ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად ის პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები