ჩრდილოეთ ოსეთში 11 წლის გოგონა დაიკარგა
ჩრდილოეთ ოსეთის პოლიცია 11 წლის თამარა ლულაკოვას ეძებს, რომლიც ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სახლიდან 6 იანვარს გავიდა და დაიკარგა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
პოლიცია დაკარგული გოგოს მონაცემებსაც აქვეყნებს და ყველას ვინც თამარას ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე ინფორმაცია გააჩნია, სთხოვს პოლიციას ინფორმაცია მიაწოდოს.