ერაყის შეიარაღებული ძალები მდინარე ტიგროსის ნაპირზე გავიდნენ

 

ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქ მოსულში  მდინარე ტიგროსის მარცხენა ნაპირზე გავიდნენ. ტიგროსი მოსულს ორად ჰყოფს. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Sumaria იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მდინარის ნაპირზე ერაყის შეიარაღებული ძალების ანტიტერორისტული ქვედანაყოფები გავიდნენ. ასევე სპეცრაზმელები მეოთხე ხიდს მიუახლოვდნენ, რომელიც ქალაქის ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს.
მოსული „ისლამურმა სახელმწიფოს” 2014 წელს დაიკავა. ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქის ცენტრისკენ მიიწევენ. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები