ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხს ინაუგურაციის შემდეგ გადაწყვეტს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ გადაწყვეტს, იქნება თუ არა მიღებული რუსეთის წინააღმდეგ ზომები კიბერშეტევების გამო, ამის შესახებ ტრამპის თანაშემწემ კელიენ კონუეიმ განაცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვას, შეძლებს თუ არა ტრამპი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიღებას და ამასთანავე თანამშრომლობის გაგრძელებას, კონუეიმ განაცხადა, რომ ყველაფერი „კონკრეტულ საკითხზეა“ დამოკიდებული. მისი თქმით, არჩეული პრეზიდენტი მიესალმება ვაშინგტონისა და მოსკოვის თანამშრომლობას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში.