თურქეთის ავიაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 48 “ბოევიკი” გაანადგურა
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის ავიაციის შეტევის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 48 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ამის შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გარდა ამისა, განადგურებულია ტერორისტების 20 ობიექტი, მათ შორის რამდენიმე საცეცხლე წერტილი, შტაბები და საწყობები.
ექსტრემისტების პოზიციები თურქეთის შეიარაღებული ძალების არტილერიამ და ტანკებმაც დაბომბეს.
ცნობისთვის, თურქეთი 2016 წლის აგვისტოდან სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციას „ევფრატეს ფარი“ ახორციელებს.