ირანის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

ირანის ყოფილი პრეზიდენტი ალი აკბარ ხაშემი რაფსანჯანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ირანული მედიის ცნობით, რაფსანჯანი ინფარქტით გარდაიცვალა.
ალი აკბარ ხაშემი რაფსანჯანი ირანის პრეზიდენტის თანამდებობას 1989-1997 წლებში იკავებდა. ის ირანში სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლების გაფართოების მომხრედ ითვლებოდა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ინიციატივით გამოდიოდა.
ირანის სახელმწიფო ტელეარხის ინფორმაციით, რაფსანჯანიმ თავისი სიცოცხლე ისლამური რევოლუციის საქმეს მიუძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები