ტაილანდში წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოკოლაჟი)
ტაილანდში მომხდარ წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
კოკისპირული წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ 4 ათასი დასახლებული პუნქტი დატბორა, მათ შორის ტურისტული პროვინციები ფხუკეტი, კრაბი და ფხანგნგა.
კუნძულ სამუიზე რამდენიმე ავიარეისი გადაიდო. ამჟამად ამ რეგიონში მდგომარეობა დასტაბილურდა. სხვა რეგიონებში კი ისევ არსებობს წყალდიდობის საფრთხე, ვინაიდან წვიმები გრძელდება.