ბრაზილიის ციხეში შეტაკებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის ქალაქ მანაუსში დაპირისპირებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის მომხდარი მორიგი შეტაკების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სამ დაღუპულს თავი მოკვეთეს, ერთი  კი გაგუდეს.
საერთო ჯამში, გასულ კვირას, ბრაზილიის ციხეებში 100 პატიმარი დაიღუპა.
ბრაზილია მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა პატიმართა რაოდენობით აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ. ქვეყნის ციხეებში 600 ათასი პატიმარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები