გერმანიის კონტრდაზვერვა ეუთოს სერვერებზე კინბერშეტევებში რუსეთს ადანაშაულებს
გერმანიის კონტრდაზვერვის ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში ეუთოს სერვერებზე კიბერშეტევა რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს. გერმანიის სპეცსამსახურები იუწყებიან, რომ მათ ამის დამადასტურებელი მასალები აქვთ.
ამის შესახებ გერმანიის კონტრდაზვერვის უფროსმა, ჰანს–გეორგ მაასენმა გამოცემა “DPA”–ს განუცხადა.
მან დაამატა, რომ ეუთოზე განხორციელებული შეტევის დროს, ჰაკერების ინფრასტრუქტურა ისეთივეა, როგორიც ბუნდესტაგის სერვერებზე შეტევის დროს.
ცნობისთვის, 2016 წლის დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამასთანავე, ეუთოს კიბერუსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ჰაკერებმა სისტემაში ვერ შეაღწიეს.