სირიის ქალაქ აზაზში დაღუპულთა რაოდენობა 43–მდე გაიზარდა
სირიის ქალაქ აზაზში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43–მდე გაიზრდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. თავდაპირველად ინფორმაცია 14 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.
ქალაქი თურქეთის საზღვრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს და მას სირიის ოპოზიციური ქვედანაყოფები აკონტროლებენ.
სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან ათობით ადამიანი ტერაქტის შედეგად სერიოზულად დაიჭრა.
დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.