სომხეთში ვიცე–გუბერნატორის შვილი მოკლეს
სომხეთის გეგარკუნიკსკის ოლქში ვიცე–გუბერნატორის, ანდრანიკ აკოპიანის შვილი – აიკა აკოპიანი მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა „ვესტნიკ კავკაზა“ იუწყება.
ეს ინფორმაცია გამოცემას ქალაქ გავარას პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. მკვლელობის დეტალები უცნობია.