ანტარქტიდას შეიძლება ყინული მოწყდეს, რომელიც უდიდესი აისბერგების ათეულში შევა
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტარქტიდას უახლოეს კვირებში შეიძლება ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი აისბერგი მოწყდეს. მისი ფართობი დაახლოებით 5 ათასი კვადრატული კილომეტრია. ყინულის სახელწოდებაა “ლარსენ С”. მას და ანტარქტიდის კონტინენტს შორის უკვე შეიქმნა ბზარი, რომლის სიგანე 10 და სიღრმე 500 მეტრია. როდესაც ბზარი ოკეანემდე მივა, ყინული ანტარქტიდას მოწყდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტარქტიდის ყინულების დნობა გლობალურმა დათბობამ გამოიწვია, თუ “ლარსენ С” მთლიანად ჩაიძირა, ოკეანის დონე დაახლოებით 10 სანტიმეტრით აიწევს.