არგენტინელმა არქეოლოგებმა უძველესი გაქვავებული ორგანიზმი აღმოაჩინეს
არგენტინელმა მეცნიერებმა გაქვავებული ორგანიზმი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე 545 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ამის შესახებ გამოცემა Telam–ი იუწყება. გაქვავებული ორგანიზმი ქალაქ ოლივარიას სიახლოვეს აღმოაჩინეს.
„ჩვენ ძველი ორგანიზმის გაქვავებული ნარჩენები აღმოვაჩინეთ. რთულია იმის თქმა, არის თუ არა ეს ცხოველი თუ მცენარე, ვინაიდან იმ ეპოქაში ცხოველები, სავარაუდოდ, არ არსებობდნენ. როგორც წესი, ორგანიზმები, რომლებიც ედიაკარიას პერიოდში ცხოვრობდნენ, მცენარეებია, მაგრამ ასეთი დასახელებაც ბოლომდე სწორი არ არის, ამიტომ ჩვენ მას ბიოტას ვუწოდებთ“ – განაცხადა გეოლოგმა მარია ხულია აროუიმ.
მანამდე მსგავსი ორგანიზმები მეცნიერებმა პარაგვაისა და ბრაზილიაში იპოვეს, თუმცა არგენტინელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოლივარიასთან ნაპოვნი გაქვავებული ორგანიზმები უფრო ძველია.