ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ მარიხუანას მოიხმარენ – საქართველო მსოფლიო რუკაზე
საქართველოში მარიხუანას მოსახლეობის 2.7% მოიხმარს, რის საფუძველზეც, მარიხუანას მოხმარების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაშია, ამის შესახებ ინფორმაციას Independent გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოქვეყნებულ რუკაზე, ასახულია, რომელ ქვეყნებში მოიხმარენ ყველაზე მეტ მარიხუანას. მონაცემები წარმოდგენილია პროცენტებში, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. სახელმწიფოები დაყოფილია სამ ჯგუფად: დაბალი, საშუალო და მაღალი მაჩვენებლების ქვეყნებად.
საქართველოს სამეზობლოს რაც ეხება, რუსეთი (3.49%), თურქეთი (0.3%), სომხეთი (3.5%) და აზერბაიჯანი (3.5%) საშუალო მოხმარების ქვეყნებში შედიან.
ევროპაში მარიხუანას ყველაზე დიდი ოდენობით საფრანგეთში (11%), იტალიასა (9%) და ესპანეთში (9.2%) მოიხმარენ.
დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებისა და ჩეხეთის მსგავსად, მოსახლეობის 6.2%-ია მარიხუანას მომხმარებელი.
რაც ეხება რუმინეთს, ბელორუსსა და უნგრეთს, აქ მარიხუანას მოხმარების დაბალი მაჩვენებელია.
საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ისლანდიაში, კერძოდ, მარიხუანას მოსახლეობის 18% მოიხმარს.
რაც ეხება კანდასა და აშშ-ს პროცენტები ასე გადანაწილდა – 12.7% და 16.2%.
მარიხუანას იურიდიული სტატუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თანდათანობით, იცვლება. ქვეყნების ნაწილი მის ლეგალიზებას სამედიცინო და რეკრეაციული მოსაზრებების გათვალისწინებით გეგმავს, ხოლო ქვეყნების მეორე ნაწილი მის ლეგალიზებას მკაცრად ეწინააღმდეგება.
დიდ ბრიტანეთში მარიხუანას მფლობელობა 5-წლიანი პატიმრობით ისჯება, თუმცა ამის მიუხედავად პარლამენტის წევრების ნაწილი, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი, მხარს უჭერს მის ლეგალიზაციას.