გერმანიის შს მინისტრი ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვს

გერმანიის შს მინისტრო თომას დე მეზიერი ბერლინში მომხდარი ტერაქტის შემდეგ აცხადებს, რომ აუცილებელია ფედერალური ხელისუფლების უფლებამოსილების გაფართოება შიდა უსაფრთხოების და მიგრანტების დეპორტაციის კუთხით. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უსაფრთხოება ფედერაციის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ახლა ტერორიზმთან ბრძოლის იურისდიქცია განცალკევებულია, ფედერალურ პოლიციას მოქმედების უფლება მხოლოდ სარკინიგზო სადგურებში. აეროპორტებსა და საზღვარზე აქვს“ – განაცხადა მეზიერმა.
მინისტრის განცხადებით, ფედერალურ პოლიციას ნაციონალური უსაფრთხოების მიზნით მოქმედების უფლება მთელი გერმანიის ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს. ასევე მეზიერი სპეციალური სადეპორტაციო ცენტრების შექმნის ინიციატივით გამოდის, რომლის მეშვეობით ფედერალური, და არა ადგილობრივი ხელისუფლება იმ მიგრანტებს გააძევებს, რომლებმაც თავშესაფარი ვერ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები