ვიეტნამელის მუცლიდან ექიმებმა მაკრატელი ამოიღეს, რომელიც ექიმებს18 წლის წინ ოპერაციის დროს შემთხვევით დარჩათ

ვიეტნამში ექიმებმა 54 წლის პაციენტის მუცლიდან მაკრატელი ამოიღეს, რომელიც ქირურგებს 18 წლის წინ, ოპერაციის დროს დარჩათ. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
მაკრატელი შემთხვევით მა ვან ნხატის სხეულის ულტრაბგერითი შემოწმების დროს აღმოაჩინეს. ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ის ავარიაში მოყვა.
მაკრატელი პაციენტის მუცელში ქირურგებს, სავარაუდოდ, 1998 წელს დარჩათ, როდესაც მა ვან ნხატს ასევე ავტოკატასტროფის შემდეგ ოპერაცია დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში 15–სანტიმეტრიანი ინსტრუმენტი ჟანგით დაიფარა და შიდა ორგანოებს მიეკრო, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მამაკაცს არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მას მუცელში ტკივილები გაუჩნდა და ის ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგაც არ ქრებოდა.
მუცლიდან მაკრატლის ამოღების ოპერაცია დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები