ესპანეთ–მაროკოს საზღვარზე 50 მაროკოელი მესაზღვრე დაშავდა
50 მაროკოელი და 5 ესპანელი მესაზღვრე დაშავდა ესპანეთ-მაროკოს საზღვარზე, როდესაც 1100 მიგრანტი საზღვარზე გადასვლას შეეცადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ესპანეთის ხელისუფლებამ საზღვრის შტურმის ფაქტს „ძალზე გააფთრებული და ორგანიზებული“ უწოდა. ესპანეთის ხელისუფლება იუწყება, რომ შეტაკების შედეგად ერთ-ერთმა მესაზღვრემ თვალი დაკარგა.
ცნობისთვის, აფრიკიდან ევროპაში ყოველწლიურად ათიათასობით მიგრანტი ცდილობს ჩასვლას. ისინი ყოველდღიურად ახალ მარშრუტებს ეძებენ. ყველაზე ხშირად მიგრანტები იტალიასა და საბერძნეთში ხმელთაშუა ზღვით ჩადიან, თუმცა ახლა მაროკო-ესპანეთის მარშრუტის ათვისებასაც ცდილობენ.