პოლონეთის მთავრობამ მსოფლიოში ცნობილი ფერმწერების ნახატების კოლექცია საკმაოდ იაფად შეიძინა

პოლონეთის კულტურის სამინისტრომ მსოფლიოში ცნობილი ნახატების კოლექცია, მათ შორის ლეონარდო და ვინჩის და რემბრანდტის ტილოები საკმაოდ იაფად შეიძინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი” იუწყება.
თავად ჩარტორიისკების კოლექციაში დაახლოებით 86 ათასი ექსპონატია. ასევე იქ 250 ათასი სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტი და წიგნები შედის. კოლექციაში პოლონეთის კულტურის სამინისტრომ 100 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა სპეციალისტების თქმით, რეალური ფასი ბევრად მაღალია – დაახლოებით 2 მილიარდი ევრო. კოლექციის დღევანდელმა მფლობელმა ადამ კაროლ ჩარტორიისკიმ განაცხადა, რომ ასე მან სახელმწიფოს კეთილი ნების ჟესტი გაუკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები