უკრაინის შს მინისტრი გარანტიას იძლევა, რომ მილიცია ძალისმიერ მეთოდებს არ გამოიყენებს

  უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო გარანტიას იძლევა, რომ მილიცია მომიტინგეებს მაიდანიდან არ განდევნის და მათ წინააღმდეგ ძალისმიერ მეთოდებს არ გამოიყენებს.
“გარანტიას ვიძლევი, რომ მილიცია არ გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს მომიტინგეებისგან მაიდნის გასათავისუფლებლად”, – აღნიშნულია შს მინისტრის განცხადებაში. ვიტალი ზახარჩენკოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები დაიშლებიან, მათი დევნა არ განხორციელდება. ვიტალი ზახარჩენკო ასევე აღნიშნავს, რომ თუ გრუშევსკის ქუჩაზე მყოფები ტერიტორიას დატოვებენ, სამართალდამცავები მათზე არავითარ დევნას არ განხორციელებენ. ზახარჩენკომ შს სამინისტროს წარმომადგენლებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა რაიმე პროვოკაციაზე რეაგირება არ მოახდინონ. ოპოზიციის ლიდერები უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმდნენ, რომ იანუკოვიჩი შეწყვეტს ძალის გამოყენებას და გრუშევსკის ქუჩაზე დაკავებულ ყველა პირს გაათავისუფლებს. ამის შესახებ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები