ჩინეთი 2020 წლისთვის მარსზე კოსმოსური აპარატის გაგზავნას გეგმავს
2020 წლისთვის ჩინეთი მარსზე კოსმოსური ზონდის გაგზავნას გეგმავს. ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე ორბიტაზე აპარატების გაყვანის და მარსზე დაშვების ტექნოლოგიების ათვისება მოხდება. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
ჩინეთმა უკვე გაუშვა კოსმოსში თავისი მეორე ექსპერიმენტული ლაბორატორია და 2020 წლისთვის მარსის ორბიტაზე აპარატს გააგზავნის.
მარსზე აპარატის ჩაფრენას დაახლოებით 10 თვე დასჭირდება. ის „წითელი პლანეტის“ ზედაპირის ფოტოებს გადაიღებს.
ცნობისთვის, 2016 წლის 17 ოქტომბერს ჩინეთმა კოსმოსში პილოტირებული აპარატი პირველად გაუშვა.