ზურაბ ქარუმიძესთან შეხვედრა მწერალთა სახლში
24 იანვარს, 19 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში მწერალ ზურაბ ქარუმიძესთან შეხვედრა გაიმართება. იგი არის არაერთი მოთხრობისა და კრებულის, რომანების: „თხა და გიგო“, „ღვინო მუქი ზღვა“ ავტორი. რამდენიმე წლის წინ გამოიცა ზურაბ ქარუმიძის წიგნი „ჯაზის ცხოვრება“. მწერლის მოთხრობები ჯერ კიდევ 90-იან წლებში ინგლისურად თავად ავტორმა თარგმნა და წიგნი ამერიკაში უკვე გამოიცა. მოგვიანებით მან ინგლისურად დაწერა რომანი “Dagny or a Love Feast”. საღამოს ზურაბ ქარუმიძესთან შეხვედრას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გაუძღვება და ეს იქნება საუბარი ლიტერატურაზე, ზურაბ ქარუმიძის წერის სტილსა და რომანის წერის სირთულეებზე, მუსიკაზე და ლიტერატურაზე, პოსტმოდერნზე და ყველაფერზე, რასაც ლიტერატურა ქვია.