რუსეთში უკრაინელი მომიტინგეების მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილები დააკავეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ, პოლიციამ დაარბია, მათი ნაწილი კი დააკავა. მომიტინგეები უკრაინის ჰიმნს ასრულებდნენ და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. უკრაინის საელჩოსთან შეკრებილებს, ევრომაიდანზე დაღუპულთა გლოვის ნიშნად, პლაკატები და სანთლები ეჭირათ.