ანასტასია ზაალიშვილს სოლიდარობის ფონდმა 10 000 აშშ დოლარი უკვე გამოუყო
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის ინფორმაციით, 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს სოლიდარობის ფონდმა 10 000 აშშ დოლარი უკვე გამოუყო და ფონდი დამატებითაც გამოყოფს საჭიროებისამებრ.
“ანასტასია ზაალიშვილს სოლიდარობის ფონდმა გუშინ გამოუყო 10 000 აშშ დოლარი. ფონდის თანამშრომლები როგორც ყოველთვის მუდმივად კომუნიკაციაში არიან ოჯახთან და ცდილობენ ბავშვის ტრანსპორტირების საკითხიც (საზღვარგარეთ) მოაგვარონ. რა თქმა უნდა, ეს თანხა არ იქნება საკმარისი, ფონდი დამატებითაც გამოყოფს საჭიროებისამებრ”, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
ანასტასია ზაალიშვილს გერმანიაში სასწრაფოდ მკურნალობა სჭირდება. მისი ბოლო გამოკვლევების მიხედვით, ბავშვს IV სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი) სიმსივნე აქვს.
ანასტასიას მონაცემები გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაგზავნილი და მას სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება, თუმცა ოჯახს საჭირო თანხა არ აქვს.
სურვილის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
საქართველოს ბანკი GE46BG0000000689979800
ლიბერთი ბანკი: GE56LB0711123539166000
თიბისი ბანკი: GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი: GE08HB0000000000473608 Gel GE55HB0000000000923618 $ GE06HB0000000000933618 €
Emoney-s ანგარიში: 388484218
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 1 ლარი 0901700483