გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი

2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუდაურში, ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.
პრემიერმა პირობა დადო, რომ მომავალი წელს ძალიან ბევრი ინვესტიცია იგეგმება.
“ეს არ არის მარტივი პერიოდი. ხედავთ, რომ რაღაც პერიოდის გადატანა გვიწევს, მაგრამ ერთი რამ მინდა, იცოდეთ, ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ – 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი.ეს იქნება ძალიან ბევრი ინვესტიცია, თითოეული ბიზნესმენის უფლება ძალიან მაღალ დონეზე იქნება დაცული. მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, იქნება კიდევ უფრო დიდი მომავლის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც 24 საათი იშრომა, რათა გუდაურის პროექტი გამხდარიყო რეალობა“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები